ზუგდიდის მერია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ზუგდიდის მერია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„მერმა ლაშა გოგიამ უკვე მიიღო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. დაველოდოთ შედეგს”, - აცხადებენ მერიაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ აქტი ბათილად ცნო. ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა