ფოთის საკრებულოს სხდომაზე მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოყვა

დღეს ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხის განხილვას მოყვა. საუბარია 9 აპრილის ხეივანში მდებარე 10807. 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განმარტების გაკეთება მოითხოვეს. თუ რა მიზნით გადაეცემა კონკრეტული ადგილი სახელმწიფოს.

„მოვითხოვთ პატივი სცენ თვითმმართველობას და საქმის კურსში ჩააყენონ საკრებულოს წევრები თუ რას გეგმავენ, იქნებ ქალაქის შუაგულში თევზის ქარხანა აგვიშენონ?“- განაცხადა საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ დათო ხომერიკმა .

საკრებულოს თავმჯდომაე ირაკლი კაკულია დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ქალაქის და სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავს.

საბოლოოდ, ოპოზიციის წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. საკითხი კი, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს