ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე მზად იყო რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, თუმცა გამომძიებელმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მისი დაკითხვის საჭიროება არ დგას

ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის დაკითხვა გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, 8 იანვარს ბურჭულაძე სასამართლოში აღარ დაიკითხება. ადვოკატის განმარტებით, 8 იანვარს დაგეგმილ საპროცესო მოქმედებაზე უარი გამოძიებამ თქვა.

"ჩვენ დავუკავშირდით გამომძიებელს, რათა გვეცნობებინა, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოში ჩამოვა და 8 იანვარს მზად იყო, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. მივმართეთ, რათა მოემზადებინათ სასამართლოში შესაბამისი პროცედურები და ტექნიკური დეტალები, თუმცა გამომძიებელმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე პაატა ბურჭულაძის დაკითხვის საჭიროება არ დგას, მას 8 იანვარს ვერ დაკითხავენ და შესაბამისად, ეს მოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

კითხვაზე, დაკითხვის გადადების მიუხედავად, ჩამოვა თუ არა საქართველოში საოპერო ვარსკვლავი, ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ პირადად ის პაატა ბურჭულაძის საქართველოში ჩამოსვლის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია მასთან და ვაცნობებთ გამოძიების გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძე თავად გადაწყვეტს, ჩამოვიდეს თუ არა საქართველოში", - აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე 13 დეკემბერს მოწმის სახით გამოსაკითხად გამოიძახა. საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს, თუმცა, ბურჭულაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მისი დაკითხვა მოსამართლის წინაშე მოითხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა