ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება გლდანის რაიონში მუხიანის I, II მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

შეზღუდვა 11:00 საათიდან 15:00 საათამდე იმოქმედებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ასევე, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), აბუსერიძე-ტბელის, ლუსინიანის, იალბუზის, იორის, სამასი არაგველის, ბოდბის, შავსოფლის, არბოშიკის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა