შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები იწყება

შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები იწყება.

სამუშაოებს კომპანია RMG-ის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ,,ფონდი ძველი შუამთა'' განახორციელებს.

RMG-ის ინფორმაციით, შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ფონდი უზრუნველყოფს მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების განლაგების სქემისა და ცალკეული ობიექტების ანაზომების, ასევე გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიული ჭრილების მომზადებას, გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას. აღნიშნული სამუშაოები ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დაასრულოს. თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და ალავერდის ეპარქია ზედამხედველობას გაუწევენ მიმდინარე სამუშაოებს.

ამ ეტაპზე შუამთის მონასტრის არქეოლოგიური კვლევისათვის კომპანია RMG 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაოებს აფინანსებს. მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია RMG, ფიტარეთის მონასტრის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების, ასევე შუამთის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთო.

ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას კომპანია 2018-2021 წლებში განახორციელებს და ამაში 2 მილიონამდე ლარს დახარჯავს. აღნიშნული ინიციატივა თავად კომპანიას ეკუთვნის და მის მიზანს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და მათი მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა