ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, ეს ჩვენი ისტორიული სამშობლოა

სამხრეთ ოსეთი მზად არის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი ჩაატაროს, თუმცა ამგვარი ნაბიჯი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მიმართებაში ღალატი იქნებოდა, რომელთა დამოუკიდებლობა ჩვენ ვაღიარეთ, - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

მისივე თქმით, ის მხარს უჭერს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.

„სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს. ეს ჩვენი ისტორიული სამშობლოა. ჩვენ რუსეთის გარეთ 80 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ, მაგრამ დღეს ჩვენ ფაქტობრივად რუსეთი ვართ. ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეები არიან, ჩვენი ეკონომიკა რუსეთზეა მიბმული, ხელფასებისა და პროგრამების დაფინანსება რუსეთის ბიუჯეტიდან ხდება“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ მზად არის ნებისმიერ დროს ჩაატაროს რეფერენდუმი.

„მაგრამ დღეს, როდესაც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები იგივე სიტუაციაში არიან, რომელშიც ჩვენ ვიყავით ოდესღაც და როდესაც ჩვენ ერთადერთი რესპუბლიკა ვართ, ვინც ისინი აღიარა, ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი ღალატი იქნებოდა“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა