ფოთის მერიასა და საკრებულოში წინასაახალწლოდ პრემიები დარიგდა

ფოთის მერიასა და საკრებულოში წინასაახალწლოდ პრემიები დარიგდა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 850 ლარი გამოიყო. საკრებულოში პრემიების გაცემისათვის 46 850 ლარი, მერიაში კი 65 ათასი ლარი დაიხარჯა.

მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ დანამატზე უარი განაცხადა.

”წელს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების თანამშრომლებზე 50% საახალწლო პრემია გაიცა სახელფასო ფონდიდან. რეზერვი გათვალისწინებული იყო 2017 წლის ბიუჯეტში. სულ გაიცა 65 ათასი 110 ლარი და ეს არ იყო სახელფასო დანამატი,“ - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს პრემიების გაცემა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

”მაშინ, როცა ქალაქში და ქვეყანაში არ არის წინსვლა, როცა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მაშინ , როცა ფოთში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერებულია და ქალაქის განვითარების პროცესი არ ხორციელდება, ჩინოვნიკებმა დანამატი არ უნდა აიღონ. პენსიები არ იზრდება, სამაგიეროდ იზრდება კომუნალური გადასახადის ტარიფები. იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც ხელფასი დაბალი აქვთ და შრომა მეტი, არ ვარ წინააღმდეგი პრემია გაიცეს, თუმცა ასეთი ჩვენს ქალქში ბევრი არ არის“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა ,,ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

პრემიების დარიგებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. მისი თქმით, ”ეს ჩვეულებრივი პროცესია”.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო