პროფესიული კოლეჯების სტუდენტები სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ

პროფესიული კოლეჯების სტუდენტები სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით, საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა პროფესიულ სწავლებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პილოტირების შედეგად შემუშავდება სისტემური ცვლილებები პროფესიულ განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს „საგანმანათლებლო ჩიხის“ დაძლევას და შესაძლებლობას მისცემს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

პილოტირების შუალედურ შედეგებს დღეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა გახსნეს.

ახალი პროექტის პილოტირებაში კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯის (კახეთი), შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის (სამეგრელო) და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯების (მცხეთა მთიანეთი) 20-მდე კურსდამთავრებული მონაწილეობს, რომლებსაც სწავლის დასრულების შემდეგ, პროფესიულ კვალიფიკაცია და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროფესიულ სასწავლებლებში ზოგადსაგანმანათლებლო განათლების პილოტირების მხარდაჭერა 2018 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. მომავალში მსგავსი მოდელი საქართველოს ყველა კოლეჯში დაინერგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა