სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა“ დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ ახალი პროექტი დაიწყო. „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა კადრების გადამზადებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს 7 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა, რომლებსაც ხელი გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა მოაწერა.

„ჩვენი პროექტის მიზანია, საჯარო სექტორის აუდიტორული საქმიანობისთვის მოვამზადოთ შესაბამისი პროფესიის მქონე ბაკალავრები და მაგისტრანტები, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ საჯარო სექტორის კვალიფიციური აუდიტორები”, - აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

გენერალური აუდიტორის განცხადებით, სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

საჯარო სექტორის აუდიტის სასწავლო კურსი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მიწვეული ექსპერტების ჩართულობით. პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3 თვეს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა