სემეკის წევრი - წყლის ტარიფის ზრდა ძირითადად გამოიწვია იმ კაპიტალურმა დანახარჯებმა, რომელიც კომპანიებმა გასწიეს

წყლის ტარიფის ზრდა ძირითადად გამოიწვია იმ კაპიტალურმა დანახარჯებმა, რომელიც კომპანიებმა გასწიეს, განსაკუთარებით ეს იყო ქსელის რეაბილიტაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც 2018-2020 წლების წყლის სამომხმარებლო ტარიფები დაამტკიცეს.

როგორ გოჩა შონიამ აღნიშნა, სამივე კომპანიასთან ("ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "მცხეთის წყალი" და "რუსთავის წყალი") მიმართებაში დაფიქსირდა ზრდა, ხოლო ზოგიერთ ნაწილში მცირედით კლება.

"ძირითადად მაინც ტარიფის ზრდა გამოიწვია იმ კაპიტალურმა დანახარჯებმა, რომელიც კომპანიებმა გასწიეს. განსაკუთარებით ეს იყო ქსელის რეაბილიტაციის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მოცულობითი ხარჯები გასწია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 2017 წელს ამ თვალსაზრისით, ეს იყო დაახლოებით 55 მილიონ ლარამდე. ასევე, სამივე კომპანია 2018-2020 წელს დაახლოებით, 220 მილიონი ლარის ინვესტიცის განხორციელებას გეგმავს. ძირითადი ხარჯი მოდის სწორედ ქსელის რეაბილიტაციაზე, რადგანაც ამ ქსელს სჭირდება ძალიან დიდი ინვესტიცია, ძალიან დიდი კაპიტალდაბანდება, რადგანაც ქსელი არის მოძველებული და შესაბამისად, იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს საიმედო და ამავე დროს მაღალი ხარისხის მომსახურება, ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი თანხების ჩადება ამ ქსელის რებილიტაციაში", - განაცხადა გოჩა შონიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო