ზუგდიდის საკრებულომ 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა

ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს.

მათი თქმით, შენიშვნების ნაწილის გათვალისწინების მიუხედავად, მთავარ საკითხზე შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ შენიშვნებისა და რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი, რომლითაც საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტი გადაუგზავნა, გათვალისწინებულია.

სხდომას ქალაქის მერი ლაშა გოგიაც ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა და დასძინა, რომ ბიუჯეტი რაციონალურად არის გათვლილი. სხდომაზე ასევე იმყოფებოდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუაც. მისი შეფასებით, ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი და იმედი აქვს, რომ მომავალი წლისთვის მაინც დაამტკიცებენ ისეთ დოკუმენტს, რომელიც დაგეგმვის პროცესიდანვე იქნება შედეგებზე ორიენტირებული. მომავალი წლის ბიუჯეტი 36.500.000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა