პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა თბილისში გადმოყავთ

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა თბილისში გადმოყავთ. როგორც "ინტერპრესნიუსს” თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, თემირლან მაჩალიკაშვილს თბილისში, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ საადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მესამე დღეა მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ქალა - ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო