კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში კომპანია „ასკანელის“ მაგარი სპირტიანი სასმელის „ასკანელი XO“ სარეკლამო რგოლი იყო განთავსებული.

”კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. კანონმდებლობით კი მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით აკრძალულია.

შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში აღნიშნული სარეკლამო რგოლის განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა.

გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ მსგავსი დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა”, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო