სემეკ-ი წყალმომარაგების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სემეკ-ი წყალმომარაგების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სემეკ-ის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, „მცხეთის წყალსა“ და „რუსთავის წყალს“ 2018-2020 წლებისთვის წყალმომარაგების ტარიფები დაუდგინა. ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით და მათი მოქმედების ვადაა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფებია: გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის - 0.329 თეთრი/მ3, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი) - 3.892 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო ტარიფი - 4.400 ლარი/მ3.

შპს „მცხეთის წყალის“ წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფებია: გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის - 0.329 თეთრი/მ3, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი) - 3.888 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო ტარიფები - 3.548 ლარი/მ3.

შპს „რუსთავის წყალის“ წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფებია: გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის - 0.405 თეთრი/მ3, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი) - 2.281 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო ტარიფები - 3.644 ლარი/მ3.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა