ზურაბ ალფაიძე - "რუსთავის წყლის და "მცხეთის წყლის" შემთხვევაშიც ჩვენი მოლოდინი უფრო მეტი იყო მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით, ვიდრე სემეკმა გაიანგარიშა

"რუსთავის წყლის და "მცხეთის წყლის" შემთხვევაშიც ჩვენი მოლოდინი უფრო მეტი იყო მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით, ვიდრე სემეკმა გაიანგარიშა, - ამის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ სემეკის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც კომისიამ კომპანიების - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", მცხეთის წყლისა" და "რუსთავის წყლის" 2018-2020 წლების წყლის სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა.

როგორც ზურაბ ალფაიძემ აღნიშნა, სხდომის მეორე ნაწილში მოხდა ტარიფების გაანგარიშება "რუსთავის წყლისთვის" და "მცხეთის წყლისთვის" 2018-2020 წლებისთვის.

"რაც შეეხება მოლოდინებს ორივე კომპანიასთან დაკავშირებით ("რუსთავის წყალი და "მცხეთის წყალი"), აქაც ჩვენი მოლოდინი უფრო მეტი იყო მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით, ვიდრე კომისიამ გაიანგარიშა. "თბილისის წყლის" მსგავსად ჩვენ აქაც გამოვთქვით შენიშვნები გარკვეულ ნაწილში მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით, ნაწილი შენიშვნებისა აქაც გაიზიარა კომისიამ, თუმცა, იყო ნაწილი შენიშვნებისა, რომლის გაზიარებაც არ მოხდა", - განაცხადა ალფაიძემ.

"რუსთავის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და ,,მცხეთის წყალი" ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა