კომისიამ შპს „ბანეტს“ და შპს „მიკრონეტს“ წინასწარი თანხმობა მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ბანეტის“ მიერ შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე და შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით კომპანიებმა ერთობლივად მიმართეს.

”კომისიამ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ შპს „ბანეტი“ და შპს „მიკრონეტი“ ძირითადად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საქმიანობენ და თანაკვეთა მხოლოდ ვანისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში აქვთ, სადაც აღნიშნული კომპანიების ერთობლივი საბაზრო წილი უმნიშვნელოდ იზრდება. შესაბამისად, კომპანიების შერწყმამდე და შერწყმის შემდეგ, სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული გარემო არ იცვლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ბანეტის“ მიერ შპს „მიკრონეტის“ წილის 100%-ის შეძენა, ასევე შპს „ბანეტისა“ და შპს „მიკრონეტის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან”, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო