აფხაზურმა მხარემ მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლა

აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთი ქართველი, მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლა. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

წვიშბაია მიმდინარე წელს აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მისი გათავისუფლების შესახებ საკითხი არაერთხელ დააყენა.

რამდენიმე დღის წინ დრანდის ციხიდან, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი ლუკავაც გათავისუფლდა. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰონდა მისჯილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა