ლევან გოგიჩაიშვილი - როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენსკენაა, ოპონენტებისგან არ მოგვისმენია მხარდამჭერი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების მხარდასაჭერად

როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენსკენაა, არ მოგვისმენია რაიმე მხარდამჭერი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების მხარდასაჭერად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობის შენარჩუნება მთავარი ამოცანაა.

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები ინტენსიურად თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს არაერთხელ აღუნიშნავთ საქართველოს მზაობა და წვლილი ამ საერთო საფრთხეების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლაში. ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატაევის ჯგუფის წარმატებული გაუვნებელყოფის შემდეგ, სახელმწიფომ მისი მოქალაქეების და პარტნიორების წინაშე პირობა დადო, რომ ბოლომდე მიიყვანდა და გამოიძიებდა ამ საქმეს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს არ ყოფნით პოლიტიკური სიმწიფე და პირადი პოლიტიკური ინტერესების წინა პლანზე დაყენებით ცდილობენ დისკრედიტირება მოახდინონ წარმატებული ამ უმნიშვნელოვანესი ოპერაციის, რომელსაც ჰქონდა მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა და თავიანთი მოუმწიფებლობით ვნებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მაშინაც კი, როცა როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენსკენაა, ჩვენ არ მოგვისმენია რაიმე მხარდამჭერი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. როდესაც ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასეთ სენსიტიურ თემებზეც კი ჩასაფრებულის პოზიციიდან გვესაუბრებიან, მანიშნებელია იმის, რომ მათ არ ყოფნით სახელმწიფოებრივი შეგნება, ეს არის ერთგვარი ფსევდოპატრიოტიზმი“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული აჩვენებს, რომ დღეს ოპოზიციას არ ჰყოფნის სიმწიფე, დაიცვას საქართველოს ინტერესები, ხელი შეუწყოს მოქალაქეების კონსოლიდირებას საერთო ეროვნული ინტერესების ირგვლივ.

„არსებული ინფორმაციითაც ნათელია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო პრევენცია ტერორისტული საფრთხის და მოახდინა საერთაშორისო ტერისტული ქსელის უმნიშვნელოვანესი ფიგურების განეიტრალება, რითიც საქართველოს ააცილეს უმნიშვნელოვანესი საფრთხე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აღნიშნული აჩვენებს, რომ დღეს საქართველოს ჰყავს სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ უნარი დაიცვან საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და უზრუნველყონ მშვიდობა ქვეყანაში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის კომენტარს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო