არსებული ინფორმაციით, შს მინისტრი ზვიად რატიანის საქმეზე მწერლებს ხვდება

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კულტურის სამინისტროში მწერლებს ხვდება. კულტურის სამინისტროში იმყოფება პოეტ ზვიად რატიანის მეუღლეც.

უწყებაში გახარიას მისვლას ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციით, ის სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა და მწერლებთან შეხვედრას პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მართავს.

პარალელურად კულტურის სამინისტროში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხზე მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამომცემლებსა და მთარგმნელებს ხვდება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა