რუსლან ალდამოვის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

რუსლან ალდამოვის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც ჟურნალისტებს მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, სასამართლოს ტერორიზმის დახმარებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაუჭირდა. მისივე თქმით, საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულების დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირს დაადასტურებს.

"აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი ძალიან მოკლეა ხოლმე პრაქტიკაში, თუმცა, ჩვენი სხდომა თითქის 4 საათს გაგრძელდა, რაც იმის ვარაუდის საფუძველია, რომ მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. არ იყო საქმეში მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ქმნიდა მაღალი ალბათობის საფუძველს, რომ ეს ადამიანები მართლა იყვნენ უშუალო კავშირში დანაშაულებრივ ჯგუფთან. წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ ვინ და რა ადამიანები ცხოვრობდნენ იმ ბინაში და ა.შ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ, თუმცა, წინასწარვე ვხვდებით, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება", - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს