პროკურორი - მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულება, რომ ბრალდებულების მიმალვის საფრთხე არსებობდა

მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, რომელიც ოთხივე ბრალდებული პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას შეეხებოდა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოზალიშვილის თქმით, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც არსებობდა ბრალდებული პირების მიმალვის, ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. პროკურორმა გორნაკაშვილის საქმის ცალკე სასამართლო სხდომაზე განხილვის თაობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გორნაკაშვილის საქმე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისთვის კავშირში ბრალდებული პირების საქმიდან არ გამოცალკევებულა.

”დღეს მოხდა 4 ბრალდებულის პირველი წარდგენა სხდომაზე. ბრალდება მოითხოვდა მათთვის პატიმრობის შეფარდებას, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლემ გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა საფრთხე ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე მომხდარიყო ზეგავლენა. ასევე, დანაშაულის ქმედების გაგრძელება და საქართველოს ტერიტორიის დატოვების საფრთხე. რაც შეეხება გორნაკაშვილის საქმეს, ეს იყო ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, როდესაც მათ ბრალი წარედგინათ. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით. ამის შემდეგ მივმართეთ სხვა ბრალდებულებზეც. სწორედ ამის გამო გაიმართა ცალცალკე სასამართლო პროცესები”, - განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა