ტერორიზმის საქმეზე ოთხი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის, რესურსებით უზრუნველყოფისა და ტერორისტებისათვისთავშესაფრის მიცემის ბრალდების საქმეზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

როგორც სასამართლო აცხადებს, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს დახმარება გაუწიეს დროებითი საცხოვრებლით, მომსახურებით და აგრეთვე უზრუნველყვეს საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

„2017 წლის 21 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, ბოროტმოქმედებმა განახორციელეს ტერორისტული აქტი, კერძოდ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

სასამართლომ, დახურულ სხდომაზე შუამდგომლობების განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, მიმდინარეობს გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დანაშაულის ხასიათის, საშიშროებისა და სხვა გარემოებების გთვალისწინებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მიმალვის მომატებული საფრთხეები, რომელთა თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილად მიიჩნია, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს