ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიორგი შარაშიძე მივიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიორგი შარაშიძე მივიდა. არსებული ინფორმაციით უწყების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ლილოს ტერიტორიაზე კომპანია „კონსტრაქტვიჟენის“ მიერ შესყიდული მიწის ნაკვეთით, რომელიც ბიზნესმენმა 2016 წელს შეიძინა იმ ვალდებულებით, რომ უნდა განეხორციელებინა გარკვეული სახის ინვესტიცია. თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, მან აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც სახელმწიფომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკან გამოისყიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთზე განლაგებული 4 შენობა-ნაგებობა დანგრეული იყო, საიდანაც, სავარაუდოდ, გიორგი შარაშიძის კომპანიამ მილიონ ლარზე მეტი მოგება ნახა.

თავად გიორგი შარაშიძის განცხადებით, მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რატომ დაიბარეს ის საგამოძიებო სამსახურში, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ „ეს იყოს იმ კამპანიის გაგრძელება, რომელიც მის წინააღმდეგ 6 თვის წინ დაიწყო“. ”არ ვიცი რის გამო ვარ დაბარებული. აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო დეტალურ კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც შენობას დავტოვებ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ჩემს წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელება”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შარაშიძესთან ერთად საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან მისი ადვოკატები ირმა ჭკადუა და შოთა მანელიძე, რომელთა განცხადებითაც, ისინი საქმის მასალებს არ იცნობენ, რის გამოც წინასწარი კომენტარისგან თავი შეიკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა