პროკურორი - იყო თუ არა მაჩალიკაშვილის სახლში ხელყუმბარა აღმოჩენილი, გამოძიების მსვლელობისას გაირკვევა

პროკურორის განმარტებით, იყო თუ არა ზურაბ მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აღმოჩენილი, გამოძიების მსვლელობის ფარგლებში გაირკვევა, რომელიც საქმიდან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

როგორც პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ზურაბ მაჩალიკაშვილს ბრალი არ აქვს წარდგენილი და მისი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, პროკურორი განმარტავს, რომ პროკურატურას მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წაარსადგენად 48 საათიანი ვადის დაცვის ვალდებულება არ გააჩნია.

”ზურაბ მაჩალიკაშვილი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და ველოდებით, როგორ განვითარდება ამ მიმართულებით შესაბამისი მოქმედებები, თუმცა, ის არ არის ბრალდებულის სტატუსით დაკავებული და არანაირი 48 საათიანი ვადის დაცვის ვალდებულება არ გვაქვს. მაჩალიკაშვილის დაკავება სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო. თუმცა, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ვერ მოხდა მისი დაკავება”, - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო