გიორგი გახარია - ზვიად რატიანის საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კულტურის სამინისტროში მწერლებთან და მთარგმნელებთან პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც გიორგი გახარიამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ზვიად რატიანის საქმე იყო ერთ-ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ის დღეს სამინისტროში მწერლებთან სასაუბროდ მოვიდა. მისივე თქმით, ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით ყველა მხარის პოზიცია უნდა დაფიქსირდეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე შს სამინისტრომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ ამ საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება.

მან, ასევე, რატიანის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზეც ისაუბრა. "ძირითადი ამოცანა იყო, როგორ უნდა გავაღრმაოთ ნდობა ჩვენს შორის, რამეთუ სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი. რა თქმა უნდა, აქ გაიჟღერა რატიანის ქეისმაც და, რა თქმა უნდა, ეს ქეისი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა მაქსიმალურად მაღალი იყოს ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მხრიდან ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება. ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, ეს იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა, ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე. ეს არის სამწუხარო მომენტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე - რატომ არ გავრცელდა ჩანაწერის სრული ვერსია, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა რეაქცია, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საქმის დეტალებს არ იცნობს. "მე არ ვიცი ამ საქმის დეტალები კონკრეტულად ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ სრული ჩანაწერი, რომელიც იყო წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ასევე, სადღაც ინტერნეტში დევს", - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა