ანონსი 29 დეკემბერი

29 დეკემბერს, 14:00 საათზე, ზვიად რატიანის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

29 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ბავშვთა ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებისა და უფლებების დაცვის შესახებ კონფერენცია ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ და ევროკავშირი საქართველოსთვის.

საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

29 დეკემბერს, 15:00 საათზე, „ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდებიან. მოგვიანებით გაიმართება საახალწლო ღონისძიება ბავშვებისთვის.

მის.: კოსტავას 1 შეს. #7

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

29 დეკემბერს, 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

29 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო საღამო 19 წლის იოანე ანდრიაძის დასახმარებლად, რომელიც წელიწადზე მეტია სიმსივნეს ებრძვის.

მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული

29 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენას „საქართველოს ეკლესია 1917-2017 წლებში“ გამართავს, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენიდან 100, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა