ანაკლიის პორტის მშენებლობაში უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ZPMC-ი ერთვება

ჩინური კორპორაცია ZPMC-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უერთდება და კონსორციუმის გრძელვადიანი პარტნიორი ხდება. ამის შესახებ წინარე ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

შეთანხმების მიხედვით, უმსხვილესი ჩინური კომპანია პორტის მშენებლობაში მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და, დამატებით, ჩინურ საფინანსო ინსტიტუტებს მომავალი ინვესტიციებისთვის მოიზიდავს. ZPMC-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის ასევე უზრუნველყოფს უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საკონტეინერო ამწეებისა და საკონტეინერო ტერმინალის მართვისთვის საჭირო სხვა ტექნიკის მიწოდებას.

გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში, ZPMC-ი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ჩინური ლოგისტიკური კომპანიების მოზიდვას უზრუნველყოფს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გრძელვადიან პარტნიორობასთან ერთად, ZPMC-ი ასევე აპირებს კონსორციუმის მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობის მიღებას და გამარჯვების შემთხვევაში, პორტის სამშენებლო სამუშოების ნაწილი განახორციელოს.

„ZPMC-ის შემოსვლა ანაკლიის პროექტში უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია - საუკუნის პროექტის განხორციელებაში მსხვილ ამერიკულ ინვესტორებთან ერთად მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა ერთვება - ჩინური კორპორაციის სახით. საქართველო იქნება ZPMC-ის პორტფელში მეასე ქვეყანა, სადაც ის ოპერირებს. ეს არის პირველი წინარე ხელშეკრულება, რომელიც ჩინურ კორპორაციასთან გავაფორმეთ და მას აუცილებლად მოჰყვება სხვა ჩინურ კომპანიებთან შეთანხმებებიც - მათთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ZPMC-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ და მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია ასევე მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.

კომპანიის მფლობელობაშია 60,000 დან 100,000 ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს და კომპანია შანხაის საფონდო ბირჟაზე

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა