რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი საახალწლო დღეებში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი საახალწლო დღეებში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, 31 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები, ქალაქში საახალწლო კონცერტის დასრულებამდე გვიან ღამემდე იმოძრავებენ, 1-ელ და 2 იანვარს კი, მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ.

როგორც რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორი ფრიდონ დვალაძე აცხადებს, წელს რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, 1-ელ და 2 იანვარს მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. ამასთან, ახალი წლის ღამეს 20:00 საათის ნაცვლად, ყვითელი ავტობუსების მძღოლები 23:00 საათამდე იმუშავებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა