ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება

ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ღონისძიებებს ევროპის მოედანი მასპინძლობს.

ხვალ, 12:00-დან 17:00 საათამდე საბავშვო-გასართობი კონცერტი გაიმართება. 18:00 საათზე წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება ბათუმის ბულვარშიც. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, გიორგი ბერიძე, ირაკლი გოგიტიძე და ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება.

ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა 30 დეკემბერსაც. საღამოს 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი ბათუმელი ბენდების მონაწილეობით: ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band და Geoplanet.

განსაკუთრებით მრავალფეროვანია საახალწლო პროგრამა 31 დეკემბერს. 21:00 საათიდან ევროპის მოედანზე მოეწყობა საცირკო წარმოდგენა აკრობატი სანტების მონაწილეობით, მოეწყობა ცეცხლის შოუ. 23:00 საათზე დაიწყება საახალწლო გალა-კონცერტი ვაჟა ტუღუშის, სოფო ხალვაშის, ნიკო ბერიძის, გიორგი ბერიძის, ანსამბლი „ბათუმის“, სულხან დევაძის და ლადო ყატაშვილის მონაწილეობით. საახალწლო პროგრამა 00:30 სთ-ზე ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა