რატი ამაღლობელი - კანონდამრღვევები გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობას უნდა ჩამოშორდნენ

ჩვენი პოზიციაა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და ის ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობასჩამოაშოროს, - ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს კულტურის სამინისტროში, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს მინისტრი მიხვდა გამოწვევას, სად არის და როგორია საზოგადოებრივი აზრი. „ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევაზე იყო პასუხი მისი დღევანდელი ვიზიტი კულტურის სამინისტროში. სურვილი იყო მისი, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, გარკვეული შეთანხმებები მოვნახოთ. ჩვენ ვაფასებთ ამ სურვილს. ახლა ვითარება არის ასეთი, რომ ერთ მხარეს არის სისტემა, 40 ათასი ადამიანი დასაქმებული, ბიუჯეტით დაფინანსებული და მეორე მხარეს არის ერთი ინდივიდუალური მოქალაქე, ზვიად რატიანი. ასეთი დაპირისპირებაა - სისტემა და მოქალაქე. ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და ჩვენი პოზიციაა, რომ მინისტრმა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და კომპეტენცია და ის ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს, მინიმუმ ჩამოაშოროს დაკავებულ თანამდებობას გამოძიების პროცესში“, - განაცხადა ამაღლობელმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა