ისნის რაიონის გამგებელი - სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვისთვის საჭირო ყველა სარიტუალო ვალდებულება აუცილებლად შესრულდება

ისნის რაიონის გამგებლის, კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, ისანში სოციალურად დაუცველი ქალის დაკრძალვისთვის საჭირო ყველა სარიტუალო ვალდებულება აუცილებლად შესრულდება.

როგორც კახაბერ ლაბუჩიძე აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სოციალური მუშაკის მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტი, ის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„გაცნობებთ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე გარდაცვლილის ახლობელმა ხათუნა გოგიჩაიშვილმა გუშინ მართლაც მომართა ისნის გამგეობას. ქალბატონი ხათუნა, გასაგები მიზეზების გამო, აღელვებული, კატეგორიულად ითხოვდა დაკრძალვისთვის გათვალისწინებულ თანხებს. ჩვენმა თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ, რასაკვირველია, როგორც მთელი თბილისის მასშტაბით სრულდება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურეობის ანაზღაურება, ანალოგიური მოხდება კონკრეტულ შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ არის წლის ბოლო, ყველა სარიტუალო ვალდებულება აუცილებლად შესრულდება, ხოლო კონტრაქტორისგან გაწეულ ხარჯებს გამგეობა მომავალი წლის 3 იანვრისთვის გაისტუმრებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, ჩვენთვის სრულიად გასაგებია აღელვებული ჭირისუფლის ემოციები და ვუსამძიმრებთ მას ახლობლის გარდაცვალებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება სოციალური მუშაკის მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტი, იგი მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლაბუჩიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა