გიორგი გახარია - ზვიად რატიანის საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება

კულტურის სამინისტროში გუშინ, მწერლებთან და მთარგმნელებთან პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ზვიად რატიანის საქმე იყო ერთ-ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ის სამინისტროში მწერლებთან სასაუბროდ მოვიდა. მისივე თქმით, ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით ყველა მხარის პოზიცია უნდა დაფიქსირდეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე შს სამინისტრომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ ამ საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება.

მან, ასევე, რატიანის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზეც ისაუბრა. "ძირითადი ამოცანა იყო, როგორ უნდა გავაღრმაოთ ნდობა ჩვენს შორის, რამეთუ სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი. რა თქმა უნდა, აქ გაიჟღერა რატიანის ქეისმაც და, რა თქმა უნდა, ეს ქეისი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა მაქსიმალურად მაღალი იყოს ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მხრიდან ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება. ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, ეს იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა, ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე. ეს არის სამწუხარო მომენტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, "ინტერპრესნისის" კითხვაზე - რატომ არ გავრცელდა ჩანაწერის სრული ვერსია, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა რეაქცია, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საქმის დეტალებს არ იცნობს. "მე არ ვიცი ამ საქმის დეტალები კონკრეტულად ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ სრული ჩანაწერი, რომელიც იყო წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ასევე, სადღაც ინტერნეტში დევს", - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა