გიორგი გახარია - საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური

მთავარი ამოცანაა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, კულტურის სამინისტროში მწერლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეხვედრაზე მწერალ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრეს. გახარიას თქმით, არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები და მწერლებთან შესახვედრად სწორედ ამიტომ მივიდა.

”ჩვენი მთავარი ამოცანა არის შს სამინისტროს საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა. საზოგადოების ნდობის გარეშე შსს-ს საპოლიციო სისტემის რეფორმირება შეუძლებელი იქნება. მესმის, რომ არის ნდობის გარკვეული პრობლემები. არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რისთვისაც მე აქ მოვედი. ჩვენი მხრიდან კარი არის ღია. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და შევთავაზეთ კოლეგებს და საზოგადოებას, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული. ყველას კარგად გვესმის, რომ სისტემის რეფორმირება არის უმნიშვნელოვანესი დღეს, იმ გამოწვევების წინაშე, რომელშიც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ერთი და მეორე, რის გამოც ჩვენ აქ მოსვლა გადავწყვიტეთ - რამდენიმე დღის წინ იყო პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციის დროს ჩვენ აშკარად დავინახეთ ის მესიჯები, რომელიც ძალიან ახლო თანხვედრასთან მოდიოდა ჩვენს პოზიციასთან სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა