რატი ამაღლობელი - კანონდამრღვევები გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობას უნდა ჩამოშორდნენ

ჩვენი პოზიციაა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და ის ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობას ჩამოაშოროს, - ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს კულტურის სამინისტროში, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს მინისტრი მიხვდა გამოწვევას, სად არის და როგორია საზოგადოებრივი აზრი. „ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევაზე იყო პასუხი მისი დღევანდელი ვიზიტი კულტურის სამინისტროში. სურვილი იყო მისი, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, გარკვეული შეთანხმებები მოვნახოთ. ჩვენ ვაფასებთ ამ სურვილს. ახლა ვითარება არის ასეთი, რომ ერთ მხარეს არის სისტემა, 40 ათასი ადამიანი დასაქმებული, ბიუჯეტით დაფინანსებული და მეორე მხარეს არის ერთი ინდივიდუალური მოქალაქე, ზვიად რატიანი. ასეთი დაპირისპირებაა - სისტემა და მოქალაქე. ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და ჩვენი პოზიციაა, რომ მინისტრმა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და კომპეტენცია და ის ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს, მინიმუმ ჩამოაშოროს დაკავებულ თანამდებობას გამოძიების პროცესში“, - განაცხადა ამაღლობელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა