მწერალ დათო ტურაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა

კულტურის სამინისტროში, სადაც გუშინ მინისტრი მიხეილ გიორგაძე მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს ხვდებოდა, მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

მწერალი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სიტყვის თქმა ვერ შეძლო. მას მედიკოსებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. თუმცა მოგვიანებით ის დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. აჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კულტურის სამინისტროში შეხვედრა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხზე იმართებოდა. თუმცა, მოგვიანებით მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეუერთდა და საუბარი პოეტ ზვიად რატიანის საქმის განხილვით გაგრძელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა