თემირლან მაჩალიკაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ მის ოჯახში სპეცრაზმი შეცდომით შევიდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის ოჯახში სპეცრაზმი შეცდომით შევიდა. ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში, მისი შვილის გადმოყვანის შემდეგ განუცხადა.

„ალბათ, გადარჩენას ცდილობენ. მთელ საქართველოს ამ ბავშვზე გული შესტკივა. აბსურდია, რასაც აბრალებენ. სიმართლეს არ შეეფერება. შთაბეჭდილება მრჩება, ჩემთან შეცდომით ხომ არ მოვიდნენ. ალბათ, მისამართი შეეშალათ. სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ, სად უნდა ესროლონ და რა უნდა აკეთონ. გრანტებია აღებული, ვითომ ტერორისტებს ებრძვიან, ეს თანხა ხომ უნდა ამოიღონ, ჩემნაირი უბედური გამონახონ?!“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი აცხადებს, რომ მის შვილს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. „როგორც კი კარი შეამტვრიეს, მაშინვე სროლის ხმა იყო. წინააღმდეგობის გაწევას ვერ მოასწრებდა. ჩემს ძმისშვილთან ყოფილა კავშირზე და ტელეფონიც კი გვერდით ეგდო. ბალიშზე აქვს ნასროლი, ლოგინიც გახვრეტილია“, - აცხადებს მედიკო მარგოშვილი.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო