მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა

„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა. ამის შესახებ ბრიტანული BBC იუწყება.

ლიბერიის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჯორჯ ვეამ ამომრჩეველთა ხმების 61,5% მიიღო. აღსანიშნავია, რომ დათვლილია ბიულეტენების 98,1%. მისმა ოპონენტმა ჯოზეფ ბოაკაიმ კი ამომრჩეველთა ხმების 38,5% მოიპოვა.

1995-2000 წლებში ჯორჯ ვეა იტალიურ „მილანში“ თამაშობდა. 1995 წელს გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი, ფიფა-მ კი დაასახელა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს