პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა დღეიდან იწყება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა დღეიდან იწყება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწარმოებს 29 და 30 დეკემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს - 15:00 საათამდე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო