ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება

ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ღონისძიებებს ევროპის მოედანი მასპინძლობს. დღეს, 12:00-დან 17:00 საათამდე საბავშვო-გასართობი კონცერტი გაიმართება. 18:00 საათზე წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება ბათუმის ბულვარშიც. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, გიორგი ბერიძე, ირაკლი გოგიტიძე და ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება.

ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა 30 დეკემბერსაც. საღამოს 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი ბათუმელი ბენდების მონაწილეობით: ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band და Geoplanet.

განსაკუთრებით მრავალფეროვანია საახალწლო პროგრამა 31 დეკემბერს. 21:00 საათიდან ევროპის მოედანზე მოეწყობა საცირკო წარმოდგენა აკრობატი სანტების მონაწილეობით, მოეწყობა ცეცხლის შოუ. 23:00 საათზე დაიწყება საახალწლო გალა-კონცერტი ვაჟა ტუღუშის, სოფო ხალვაშის, ნიკო ბერიძის, გიორგი ბერიძის, ანსამბლი „ბათუმის“, სულხან დევაძის და ლადო ყატაშვილის მონაწილეობით. საახალწლო პროგრამა 00:30 სთ-ზე ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს