მწერალი  დათო ტურაშვილი კულტურის სამინისტროდან „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს

მწერალი დათო ტურაშვილი კულტურის სამინისტროდან სასწრაფო დახმარების მანქანით „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, დათო ტურაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან მწერლების შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ის თავს უკეთ გრძნობს, თუმცა, მედიკოსებმა საავადმყოფოში მისი გადაყვანა მაინც საჭიროდ ჩათვალეს.

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მწერლებსა და მთარგმნელებს ხვდებოდა. მოგვიანებით შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც შეუერთდა, სადაც საუბარი პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ შემთხვევაზე გაგრძელდა. მოულოდნელად მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო