ლიტველი ტურისტის ძარცვის, მაღაზია „პარნასის“ და კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული დ.ყ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში ლიტველ ტურისტს ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც თანხა, სამკაულები და პირადი დოკუმენტები იყო. სამართალდამცველებმა დ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

”ბრალდებულმა მის მიერ თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა, მათ შორის, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს - ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე წიგნის მაღაზია „პარნასის“, ხოლო 10 დეკემბერს - ი.

აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება იმ პირის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ”გ“ ქვეპუნქტით”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო