იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იტალიის პრეზიდენტმა ასევე მოაწერა ხელი განკარგულებას საპარლამენტო არჩევნების 2018 წლის 4 მარტს ჩატარების თაობაზე.

პარლამენტის დათხოვნა არ გამოიწვევს იტალიის მთავრობის გადადგომას. პარლამენტის დათხოვნას ტექნიკური ხასიათი აქვს.

ამ მოწვევის პარლამენტის ვადა 2018 წლის მარტს იწურებოდა, მისი მანდატი ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღების შემდეგ დასრულდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა