ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება

ამ ეტაპზე არც უარყოფითი და არც დადებითი დინამიკა არ არის - რჩება მძიმე მდგომარეობა, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა კახა ზურაბიშვილმა, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ექიმის განმარტებით, პაციენტს უტარდება ყველა ტიპის გამოკვლევა და საჭირო სამედიცინო დახმარება.

“პაციენტი გადმოიყვანეს მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. ამჟამადაც მდგომარეობა მძიმეა. იმყოფება მონიტორულ კონტროლზე. მუდმივად მიმდინარეობს საჭირო გამოკვლევების წარმოება. ამ ეტაპზე, არც უარყოფითი და არც დადებითი დინამიკა არაა, რჩება მძიმე მდგომარეობა”, - განაცხადა კახა ზურაბიშვილმა.

როგორც ცნობილია, სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი - თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გუშინ გადმოიყვანეს.

"არც უარყოფითი და სამწუხაროდ, არც დადებითი დინამიკა არ არის" - ექიმი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო