აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ტექნიკის მომწოდებლებთან შეხვედრები გაიმართა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, შპს „მექანიზატორი“ 120 მაღალი გამავლობის ტექნიკას (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი) და 20 ერთეულ შემასხურებელ სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტს შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შპს „მექანიზატორისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები საქართველოში რეგისტრირებულ ტექნიკის მომწოდებულ 60-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც დღეს აღნიშნულ ბაზარზე არსებობს.

ტექნიკის მომწოდებლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით თანხები გამოიყო, რომელიც გარდა შესაწამლი პრეპარატებისა, შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს. გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა თანმიმდევრულად, დროში ზუსტად განსაზღვრული გრაფიკით განხორციელდა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში ოპერტიულად უნდა მოხდეს საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო