გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობასთან პერმანენტულ შეხვედრებს განაგრძობს. როგორც რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია, პრობლემების მოსმენა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი ტყემალაძე ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, ლილოს და ალექსეევკის მცხოვრებლებს შეხვდა. სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივებს 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო და იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლებიც მომავალ წელს რაიონში განხორციელდება.

გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის 2018 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას უკავია. სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივ მოსახლეობას რაიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

გიორგი ტყემალაძის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც რაიონში არსებობს, გზების კეთილმოწყობა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, სამგორის რაიონში სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება, საბავშვო ბაღის მშენებლობა და სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობაც იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა