ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 29 პირი დააკავეს, რომლებიც საახალწლოდ ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 29 პირი დააკავა, რომლებიც საახალწლო პერიოდში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „ანადოლუ“ წერს.

ანტიტერორისტულ ოპერაციაში 500-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

დაკავებულთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. სულ პროკურატურამ 46 პირის დაკავების ორდერი გასცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს