ეროვნული ბანკი რისკების შეფასების საერთო პროგრამის შესახებ სახელმძღვანელოს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, საზედამხედველო მიდგომების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩოს - რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) - შესახებ სახელმძღვანელოს აქვეყნებს.

როგორც სებ-ში განმარტავენ, დოკუმენტის მიზანია, კომერციულ ბანკებს, ინვესტორებს, დეპოზიტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების შესახებ და ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორში სწორი მოლოდინების შექმნასა და სექტორის პროციკლური ქცევის პრევენციას.

”სახელმძღვანელო ასახავს იმ პრინციპებს, რომელსაც ეფუძნება საზედამხედველო ქმედებები და ღირებულებებს, რომლითაც ხელმძღვანელობს საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაში ჩართული თითოეული თანამშრომელი. დოკუმენტში აღწერილია როგორც GRAPE-ს ფარგლებში შესაფასებელი რისკების კატეგორიები და მათი შეფასების კრიტერიუმები, ასევე შეფასების პროცესში ეროვნული ბანკის რესურსების განაწილება და სტრუქტურული მოწყობა”, - აცხადებენ ბანკში.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია კვლევებისა და გამოცემების რუბრიკაში: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=695

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს