ზურაბ ჭიაბერაშვილი - ლარის გაუფასურება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ლარის გაუფასურება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეკონომიკას სავარაუდოდ არ ეშველება.

”ქართული ოცნების” პირობებში ძნელი წარმოსადგენია და არც უნდა ველოდოთ, რომ ეკონომიკას, ლარს, ან საყოველთაო გაჭირვებას რაიმე ეშველება. მიზეზი არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და არასწორად შედგენილი ბიუჯეტი, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წევრების კეთილდღეობაზე და არა ხალხის კეთილდღეობაზე”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს