ადვოკატი მოსამართლეს - სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს

თქვენ რომ საზოგადოების აზრი გაინტერესებდეთ, ახლა ოთარ აბესაძე იქნებოდა სახლში, გირაოთი, - ასე მიმართა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს.

ადვოკატსა და მოსამართლეს შორის ამ წუთებში აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის საკითხზე კამათი მიმდინარეობს.

დაცვის მხარის აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ 26 დეკემბრის პროცესის შემდეგ გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე მოსამართლემ განმარტებების გაკეთება დაიწყო.

უფრო კონკრეტულად, მოსამართლე ნინო ნაჭყებია ადვოკატ ჭკადუას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პროკურორმა ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების შუამდგომლობა ციხის ადმინისტრაციის იმ პოზიციით გაამყარა, რომ „აბესაძე კარგადაა“. მოსამართლის თქმით, პროკურორს ასეთი პოზიცია არ დაუფიქსირებია არც ერთ სხდომაზე და შესაბამისად, არც მას გაუთვალისწინებია რაიმე მსგავსი არგუმენტი. ამის საპასუხოდ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ ის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს სასამართლოს უწყობს.

„თითოეულმა ჩვენგანმა, მათ შორის სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს. თქვენ თქვით სწორედ წინა პროცესზე - მაჯა კარგი აქვს, წნევა კარგი აქვს და შემდეგ ასეთი ადამიანი მოხვდა ჩაფიძის კლინიკაში", - მიმართა მოსამართლეს ჭკადუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო