სერგეი ლავროვმა იაპონიის იმპერატორის გადაყენების საკითხზე იხუმრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის მიერ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებში ჩარევის თემაზე იხუმრა. ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ ეთერში ლავროვმა განაცხადა, რომ გასულ წელს მოსკოვმა „ბევრი იწვალა“, რათა უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

გადაცემის წამყვანმა ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომელთა საქმეებში ჩარევაშიც რუსეთს რიგი დასავლელი პოლიტიკოსი ადანაშაულებს - საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და ჰკითხა რუს მინისტრს, დაგეგმილია თუ არა მსგავსი ღონისძიებები მომავალ წელს.

„თქვენ ბევრი რამ გამოგრჩათ. შვედეთი, დანია, მონტენეგრო, მაკედონია, ავსტრია... ჩვენ ბევრი ვიწვალეთ. ამის გამო ჩვენ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ვერ მოვიცალეთ... ჯერჯერობით იაპონიის იმპერატორის გადაყენება არ გამოგვდის. რა აღარ გავაკეთეთ, ეს პროცესი რომ დაგვეჩქარებინა, მაგრამ ორი წელი მან მაინც გვთხოვა“, - ირონიით აღნიშნა ლავროვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს